"ბარსელონას" 43-მატჩიანი წაუგებელი სერია "ლევანტემ" შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას ბოლოსწინა, 37-ე ტურში "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" დაამარცხა 5:4.

მასპინძელთაგან გოლები ემანუელ ბოატენგმა (3) და ენის ბარდიმ (2) გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან ფილიპე კოუტინიომ (3) და ლუის სუარესმა (პენალტით).

ბლაუგრანამ ამ სეზონში პრიმერაზე 43-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა.

"ბარსას" განაცხადში არ ყოფილა ლეო მესი.

ემანუელ ბოატენგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 13 წლის შემდეგ ასულგრანასთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლევანტემ დიდებულად ითამაშა და ქებათა ქება მას,მაგრამ სერია მაინც მსაჯმა შეწყვიტა,მან ბლომად დაარიგა გაფრთხილებები,მაგრამ გადაჭრით უარს ამბობდა ვინმეს მეორედ გაფრთხილებაზე და შესაბამისად გაძევებაზე,არა და რიგ ეპიზოდებში, აშკარად ეკუთვნოდათ, რიგ ფეხბურთელებს, მეორე გაფრთხილება.
სოსო
11:06 14-05-2018
1
სტადიონს აშენებენ ბიჭები და შემოაკლდათ ფული რომასთან იშოვეს ცოტა ეხლა წაუმატეს და საქმეცწინ მიდის
3

სიახლეები პოპულარული