ჟერარდ პიკეს "რეალის" ფეხბურთელებთან შეხვედრა გაუხარდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე მოედანზე "რეალის" ფეხბურთელებთან თამაშისას დაუნდობელია, სოციალურ ქსელებში კი მუდამ აკრიტიკებს და ამ დროს, ჩოგბურთის ტურნირზე ბლანკოსის მოთამაშეებს ისე შეხვდა, გეგონება კარგა ხნის უნახავი დედმამიშვილები ენახოს.

მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე პიკე თავის შვილთან, მილანთან ერთად მივიდა და "სამეფო გუნდის" ფეხბურთელებს მარკო ასენსიოს და ლუკას ვასკესს ძველი დოსტივით შეხვდა, შემდეგ კი ერთად უყურეს თამაშს.

ამას წინათ "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა თქვა, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა
და არაა გამორიცხული, პიკესთან ერთად საერთო ბიზნესი წამოიწყოს.

ერთი სიტყვით, მოედანზე და მის გარეთ "ბარსასა" და "რეალის" ფეხბურთელთა კინკლაობა უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალური.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ კიდიათ ფეხბურთი ფული ხომ კეთდება რაც მთავარია! რანაირად შეიძლება თან დედას აგინებდე და თან კისერზე ეკიდებოდე?! MONEY, MONEY, MONEY!
geno
22:42 15-05-2018
2
ფეხბურთელები ახალგაზრდა ხალხია და "ღადაობა"მათთვის უცხო ხილი არ არის.ძლიერი ძლიერს თავდაუზოგავად ებრძვის,მაგრამ ამავე დროს მეტ პატივსაც სცემს.ასე სპორტის ყველა სახეობაში და ასეა ფეხბურთშიც.
სოსო
10:08 16-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული