ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლას ჭოჭმანობს

AutoSharing Option
ამ დღეებში მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის თაობაზე.

"მარკა" იუწყება, რომ ლა ლიგას უკანასკნელი ტურის მატჩის წინ ის კლუბის ხელმძღვანელობას გუნდში დარჩენას დაპირდა და ყველამ გადაწყვიტა ეს ამბავი ფერნანდო ტორესის გამოსამშვიდობებელ თამაშამდე არ გაეხმოვანებინათ.

"ეიბართან" შეხვედრისას კი ანტუანს ფანებმა უსტვინეს და თურმე, გულაჩუყუბელმა იტირა. როხიბლანკომ ამის ორგანიზებაში "ბარსა" დაადანაშაულა, რომელმაც ფეხბურთელის მათ გუნდში გადასვლის ინფორმაცია ნაადრევად გაავრცელა და ამით გულშემატკივართა პროვოცირება გამოიწვია.

მოკლედ, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა და სიმართლე არავინ გრიზმანის გარდა არ იცის. თუმცა,
საკითხავია, იცის კი მან, რა უნდა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული