ფეხბურთელი ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ეს მოთხოვნა შეამცირა და მხარეები მორიგდნენ.
"ის ახალგაზრდაა და არ შეიძლება უცბად გასამრჯელო ასე სერიოზულად მოვუმატოთ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ", - განუცხადა "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კატალონიის რადიოს.
ასულგრანა უმტიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას მუნდიალის დაწყებამდე იმედოვნებს.
Sport.es-ი იუწყება, რომ "ბარსელონა" ისეთივე ანაზღაურებას ვერ დაუნიშნავს სამუელს, როგორსაც "მანჩესტერი" პირდება, მაგრამ ბონუსებს მოუმატებს.