მოდით, შევეცადოთ, რამოსის პერსონა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან შევაფასოთ.
რა თქმა უნდა, სერხიოს მოჰამედ
ის მთელს პლანეტაზე ყველაზე ნიჭიერი, სწრაფი და ტაქტიკურად განსწავლული მცველი არაა, მაგრამ ნამდვილი მებრძოლია და ეს ღირსება მის ყველა მინუსს გადაწონის. რატომღაც მგონია, სალაჰის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, მოკვდებოდა და მოედანს არ დატოვებდა.
მოჰამედისთვის ტრავმის მიყენებისთვის და ლორის კარიუსის ტარანისთვის, ის არასოდეს არ მიიღებს არც ერთ ჯენტლმენურ ჯილდოს, მაგრამ სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ მოიგო კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგა. კიევური ფინალის მოგებაც დიდწილად სერხიოს დამსახურებაა. ის არაა ანგელოზი, ზოგი ბოროტად მიიჩნევს, ზოგი კი ბინძურ მოთამაშედ, მაგრამ არსებობს კი მსოფლიოში მწვრთნელი, რომელიც გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლას არ ინატრებდა?
ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია, "ლივერპულთან" ნამატჩევს რონალდოსთან მივიდა და უსაყვედურა, რომ არ იყო საჭირო ასეთ დროს გუნდიდან წასვლაზე მინიშნების გაკეთება და მოუწოდა, რაიმე ფორმით უკან წაეღო ნათქვამი და შემდეგ სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა. სერხიოს ღვაწლი კი "რეალის" გამარჯვებებში ფასდაუდებელია, სერხიოსი, რომელიც ზოგს ჭირის დღესავით ეზიზღება, ზოგი კი აღმერთებს, მაგრამ დიდი ფეხბურთელი რომაა, ამას მისი ყველაზე დაუძინებელი მტრებიც კი ვერ უარყოფენ.