სერხიო რამოსი - დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?

AutoSharing Option
ახლა სერხიო რამოსი ეგვიპტეში და ლამის მთელს არაბულ სამყაროში ნომერ პირველ მტრადაა გამოცხადებული,  "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების გამო ალაჰის რისხვით ემუქრებიან, ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვაჰბამ ფიფაში სარჩელი შეიტანა და სერხიოსგან მილიარდევროიან კომპენსაციას ითხოვს, ხოლო პორტალ Change.org-ზე მისი დასჯის მოთხოვნით უეფასა და ფიფასადმი მიმართული
ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც ხელი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

მოდით, შევეცადოთ, რამოსის პერსონა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან შევაფასოთ.

რა თქმა უნდა, სერხიოს მოჰამედ
ისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია და მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს მისთვის ასეთი დავალება არ მიუცია. ის უბრალოდ, ასეთია, მთელი კარიერის მანძილზე ასე თამაშობს და ამისათვის ყვითელ-წითელ ბარათებითა და დისკვალიფიკაციებით ისჯება, რასაც არასოდეს არ მოიშლის, რამეთუ მისი სათამაშო სტილი ულტრაპროდუქტიულია.

ის მთელს პლანეტაზე ყველაზე ნიჭიერი, სწრაფი და ტაქტიკურად განსწავლული მცველი არაა, მაგრამ ნამდვილი მებრძოლია და ეს ღირსება მის ყველა მინუსს გადაწონის. რატომღაც მგონია, სალაჰის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, მოკვდებოდა და მოედანს არ დატოვებდა.

მოჰამედისთვის ტრავმის მიყენებისთვის და ლორის კარიუსის ტარანისთვის, ის არასოდეს არ მიიღებს არც ერთ ჯენტლმენურ ჯილდოს, მაგრამ სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ მოიგო კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგა. კიევური ფინალის მოგებაც დიდწილად სერხიოს დამსახურებაა. ის არაა ანგელოზი, ზოგი ბოროტად მიიჩნევს, ზოგი კი ბინძურ მოთამაშედ, მაგრამ არსებობს კი მსოფლიოში მწვრთნელი, რომელიც გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლას არ ინატრებდა?

ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია, "ლივერპულთან" ნამატჩევს რონალდოსთან მივიდა და უსაყვედურა, რომ არ იყო საჭირო ასეთ დროს გუნდიდან წასვლაზე მინიშნების გაკეთება და მოუწოდა, რაიმე ფორმით უკან წაეღო ნათქვამი და შემდეგ სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა. სერხიოს ღვაწლი კი "რეალის" გამარჯვებებში ფასდაუდებელია, სერხიოსი, რომელიც ზოგს ჭირის დღესავით ეზიზღება, ზოგი კი აღმერთებს, მაგრამ დიდი ფეხბურთელი რომაა, ამას მისი ყველაზე დაუძინებელი მტრებიც კი ვერ უარყოფენ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
თქვენ სერხიო რამოსი ვინმეში ხომ არ გეშლებათ?! უდიდესი პიროვნება და უდიდესი ფეხბურთელი, ყველაზე დიდი კაცი, მაგაზე დიდი არავინ არ არის მადრიდში. ჯერ მარტო ის არ უნდა გავიწყდებოდეთ რომ იკერას ძმაა და იკერამ მას თვალცრემლიანმა უწოდა ესპანეთის გმირი!!! ის გმირია, მადრიდის რეალის და ესპანეთის გმირი. რაც არ უნდა დაესიოთ პრიმიტივები ის თავის ღირსებას და კაცობას ყოველთვის ამტკიცებს, ჯერ მარტო რამდენი გოლები აქვს გატანილი ბოლო წუთზე... ერთი პერიოდი ხალხმა და კომენტატორებმა არ იცოდნენ რა ექნათ მაგის ბოლო წამებზე გოლებს რომ უყურებდნენ, ედიდებინათ თაყვანი ეცათ თუ შენდობა ეთხოვათ არაფერი არ იცოდნენ რა ექნათ, გამო*** ვდა მსოფლიო რამოსის ფენომენით. ეს შემთხვევით არ ხდება, თვალები გაახილეთ
ესპანეთი
18:06 01-09-2018
1
ბინძური მსაჯრიდელია და ყოველთვის ბინძურად დარჩება მსაჯრიდივით.ბევრი მებრძოლი ფეხბურთელი არსებობს მაგრამ არა ამასავით ბინძური.რაც არ უნდა მაგარი იყოს ის სიბინძურე ყველაფერს ფარავს სამწუხაროდ.და ზუსტად იმ გუნდში თამაშობს რაც შეეფერება.
ალე
10:04 01-06-2018
3

სიახლეები პოპულარული