ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკს" გარიგებულ მატჩში მონაწილეობას აბრალებენ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის 41-ე ტურის მატჩი "უესკასა" და ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკს" შორის შესაძლოა გარიგებული იყო.

"უესკას" ამ თამაშამდე ლა ლიგას საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, "ხიმნასტიკი" კი სეგუნდაზე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებმა მასპინძლებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს.

AS-ი El Confidencial-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე ანომალურად დიდი რაოდენობით ფსონების დადება დაიწყო უკრაინიდან, შესვენებისას კი აზიის ქვეყნებიდან.

ფსონები ძირითადად პირველი ტაიმის 0:0-ზე და მატჩის ტარაგონული გუნდის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაზე დაიდო, რაც გამართლდა. ერთადერთი გოლი "ხიმნასტიკმა" 72-ე წუთზე გაიტანა.
Sportall.Ge

El Confidencial-ი
ეთიკისა და პატიოსანი თამაშის კომიტეტის თავკაცს ფრანჩესკო ბარანკას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ამ მატჩზე გაკეთებული ფსონების ანომალურობა. დასახელდა ქალაქები, სადაც ეს ფსონები დაიდო: კიევი, პოლტავა, ნიკოლაევი, ხარკოვი, ოდესა და ბუნებაში არარსებული კროსროსტენი.

თურმე, თამაშის მიმდინარეობისას 30-მა საბუქმეიკერო კანტორამ ფსონების მიღება შეწყვიტა.

კაკაბაძე "უესკასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი გუნდი 2 ივნისს პირველადგილოსან "ვალიადოლიდს" მასპინძლობს, რომელსაც გარანტირებული აქვს პრიმერას საგზური და მოგების შემთხვევაში, "ხიმნასტიკი" ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში ადგილს ინარჩუნებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაო? ეთიკისა და პატიოსანი თამაშების კომიტეტიო? კორუმპირებული კომიტეტია მაგი რო იცოდე შენ, განა მარტო ეს მატჩი იყო გარიგებული> თითქმის ყველა ევროპულ ჩემპიონატებშია გარიგებული თამაშების ბუმი
kako
09:43 31-05-2018
0
გარიგებული კი არა ლოგიკური იყო და იმიტომ დადეს, ყველას 2-იანი გვედო მაგ თამაშზე ჩვენც
შაკო
10:28 31-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული