ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - ზინედინ ზიდანი "რეალიდან" მიდის!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი მადრიდში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

45 წლის ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბი" 2015/16 წლების სეზონში ჩაიბარა და გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

გარდა ამისა, "რეალმა" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერთასი და უეფას ორი სუპერთასი და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

საერთო ჯამში, "რეალმა" ზიდანთან ერთად 9 ჯილდო მოიპოვა, რაც წინა 6-მა მწვრთნელმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ერთად მოიგო.

"მივიღე გადაწყვეტილება, აღარ გავაგრძელო მუშაობა "რეალში". ეს
მოულოდნელი მომენტია, მაგრამ გუნდს სჭირდება ცვლილებები, ახალი მიდგომა და სამუშაო მეთოდიკა, რომ მოგებები გააგრძელოს. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი კლუბისა და პრეზიდენტის მიმართ", - თქვა ზიდანმა.

altვინ შეცვლის მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანს?

altრას აპირებს "რეალი"? - მისი რეალური გეგმები


მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჭკვიანი კაცია ზიზუ ადრე თუ გვიან ექნება ჩავარდნა და დამარცხებულ წასვლას გამარჯვებული წასვლა არ ჯობია? ალბათ პსჟ-ში გადავა.
3
მე ამ კაცმა შემაყვარა ფეხბურთი და დღემდე მიყვარს, ზიდანი იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და არის საუკეთესო მწვრთნელი, ძალიან იშვიათია დიდი ფეხბურთელი დიდი მწვრთნელი იყოს და ზიზუმ ეს შეძლო. გელოდები საფრანგეთის ნაკრებში
ზიზუ
18:32 31-05-2018
2

სიახლეები პოპულარული