ზიდანმა არჩევანი თავისი შვილის სასარგებლოდ გააკეთა და კასილიამ კინაღამ ხელი გაარტყა

AutoSharing Option
ეს ამბავი El Chiringuito-ს პროგრამაში ესპანელმა ჟურნალისტმა კრისტობალ სორიამ გაახმოვანა.

თურმე, ლა ლიგას უკანასკნელ ტურში "ვილიარეალთან" მატჩის წინ სათადარიგო მეკარემ, კიკე კასილიამ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კინაღამ ხელი გაარტყა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კასილიას კონტრაქტში პუნქტია, რომლის მიხედვით, გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარებისთვის, კიკეს ბონუსის სახით 600 ათასი ევროს მიღება შეეძლო.

ამ შეხვედრას ბლანკოსისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ზინედინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ძირითადი გოლკიპერი კეილორ ნავასი დაასვენა, კარში კი თავისი შვილი ლიუკა ჩააყენა, რომლისთვისაც ეს პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი იყო.

ამის გამო კასილია "რეალის" დატოვებას აპირებს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადრე წერდით,რომ ზიდანის ბიჭი მინდვრის მოთამაშეაო და ეხლა მეკარედ როგორ იქცა? თან, ლიუკა კი არა,ლუკა.
status quo
12:58 07-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული