კარგი ამბავი "რეალის" გულშემატკივრებისთვის - ალისონი "სამეფო გუნდში" გადადის

AutoSharing Option
"რომასა" და ბრაზილიის ნაკრების 25 წლის მეკარე ალისონი (სიმაღლე 193 სმ) მალე "რეალში" გადაბარგდება.

ურიგო გოლკიპერი ნამდვილად არაა კეილორ ნავასი, მაგრამ "რეალს" აშკარად უკეთესი კიპერი სჭირდება და მალე ეყოლება კიდეც. "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ ალისონს ბლანკოსი 78 მილიონ ევროდ შეიძენს. ამის შესახებ Area Napoli იუწყება.

მეკარემ სიხარულით მიიღო მადრიდული კლუბის წინადადება და კონტრაქტის ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

ალისონის სამსახურით "ლივერპულიც" იყო დაინტერესებული.

პალოტამ აგრეთვე თქვა, რომ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი შეიძლება "ინტერში" გადავიდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გავიხუმრეო პალოტამ თქვა . რეალის ფანებო ბოდიშით მაგრამ გაისამდე მოცდა მოგიწევთ ვგონებ
ტოტტი
10:13 15-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული