უნაი ემერიმ ევერ ბანეგას "არსენალში" გადასვლა სთხოვა

AutoSharing Option
ესპანური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "სევილიას" ნახევარმცველ ევერ ბანეგას დაურეკა და ლონდონში გადაბარგება სთხოვა.

ესპანელი სპეციალისტი არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად "ვალენსიასა" და "სევილიაში" მუშაობდა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის.

ბანეგა ამჟამად მუნდიალზე იმყოფება, სადაც თავის ნაკრებს ეხმარება.

წყარო ასევე სატრანსფერო თანხასაც ასახელებს, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაფერი კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

altემერისთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ... - ჯეკ უილშირი "არსენალს" დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული