გადაწყდა, ფერნანდო ტორესი სათამაშოდ იაპონიაში გადავა

AutoSharing Option
34 წლის ფორვარდი ფერნანდო ტორესი კარიერას იაპონიაში, კლუბ "საგან ტოსუში" განაგრძობს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

"ელ ნინიო" ახალ გუნდთან კონტრაქტს 2020 წლამდე გააფორმებს.

ის ბოლოს თავისი ბავშვობის კლუბ მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში ირიცხებოდა. მთლიანობაში მან "როხიბლანკოს" მაისური კარიერაში 347 შეხვედრაში მოირგო და 120 გოლი გაიტანა.

"საგან ტოსუმ" ტორესის დამატების შესახებ ერთი თვის წინაც გვაუწყა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და მალევე წაიშალა.

ფერნანდოს ხელფასი კვირაში 80 000 ევრო იქნება.

altგადავიდა თუ არა ფერნანდო ტორესი იაპონურ კლუბში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული