"ცუდ რამეებზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერი დასრულებული იყო. იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ კოუტინიო და პაულინიო ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ.
ჩემს პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ თუნდაც ერთი წუთით თამაში მინდოდა, რათა ყველასთვის დამენახებინა, რაც შემიძლია.
რამოდენიმე წუთი მათამაშეს და არაფერი არ გამომივიდა. ვარჯიშზე ნორმალურ პასსაც ვერ ვაძლევდი პარტნიორს. როდესაც გუნდში მივედი, მესისთან და სუარესთან ნიძლავი დავდე, ვინ უკეთ დაარტყამდა ჯარიმას, ყოველდღე 50 ევროს ვაგებდი.
ამაზე მეცინებოდა. ისინი
ვერ გეტყვით, რა მელის მომავალში, მაგრამ მშვიდად ვარ. 23 წლის ვარ და ყველაფერი წინა მაქვს".