ვალვერდე პაულინიოს მისი ნებართვის გარეშე გაყიდვის გამო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ბარსელონამ" ნახევარმცველი პაულინიო გუნდის მწვრთნელთან ერნესტო ვალვერდესთან შეუთანხმებლად მიყიდა "გუანჯოუ ევერგრანდს".

ამის გამო ბასკი სპეციალისტი უკმაყოფილოა, მის შემცვლელს ეძებს და კლუბის ხელმძღვანელობას "ჩელსის" ჰავბეკის ვილიანის შეძენას აძალებს.

პაულინიოს ტრანსფერს შარშან ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ კარგი სეზონი ჩაატარა და ახლა მისი გაყიდვა მოულოდნელი გახლდათ.

პაულინიო "ბარსამ" 40 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა იმავე კლუბს 50 მილიონად მიყიდა.

altპაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა


altპაულინიო: არ მეგონა "ბარსელონაში" ასე სწრაფად თუ მოვახერხებდი ადაპტაციას

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რაღაც აფიორას გავდააააა
იმერელი
17:31 31-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული