ხულენ ლოპეტეგი: ახლა ჩემ წინაშე რთული ამოცანა დგას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგიმ "რეალი" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც ის ესპანეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

"როცა კონტრაქტს ხელს ვაწერდი, რონალდო "რეალს" ეკუთვნოდა. თუმცა შემდეგ მან წასვლა მოისურვა. ახლა კი ჩემ წინაშე რთული ამოცანა დგას - შევქმნა კონკურენტუნარიანი გუნდი კრიშტიანოს გარეშე.

დარწმუნებული ვარ, რომ გარეთ ბეილი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს. მისგან ბევრს ველით. ვიმუშავებთ, რომ მან ფორმის პიკს მიაღწიოს.

შემადგენლობა? კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით და დარწმუნებული ვარ,
რომ ახალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. სხვაგვარად არც შეიძლება", - აღნიშნა ლოპეტეგიმ.

ახლა "რეალი" აშშ-ში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ტურნირში იღებს მონაწილეობას.

altბაბუა ფლო გაწუწურაქდა და წაბარბაცდა - "რეალსაც" ლოპეტეგი გადაარჩენს?

altხულენ ლოპეტეგის დანიშვნამდე მადრიდის "რეალი" სამსახურს 30 წლის მწვრთნელს სთავაზობდა

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდება, მაგრამ მეროე ადგილი ესპანეთსი გარანტირებული ექნებაა
იმერელი
17:25 31-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული