ბაბუა ფლო გაწუწურაქდა და წაბარბაცდა - "რეალსაც" ლოპეტეგი გადაარჩენს?

AutoSharing Option
ზიდანი წავიდა, ლოპეტეგი მივიდა. მის პრეზენტაციაზე 72 წელს მოყრილი, გაწუწურაქებული ბაბუა ფლო (ფლორენტინო პერესი) წაბარბაცდა და ხულენმა ხელი შეაშველა. "რეალის" პრეზიდენტი არ წაიქცა. მოახერხებს კი ბასკი სპეციალისტი რონალდოს გარეშე დარჩენილი "რეალის" წაქცევისგანაც გადარჩენას?

alt"რეალის" ექს-პრეზიდენტი კალდერონი: "რეალს" რონალდოს გაყიდვა ძვირად დაუჯდება

არადა, დიადი "რეალის" გარეშე რაა ევროპული საკლუბო ფეხბურთი, თუ კლასიკომაც დაკარგა პეწი და ჩემპიონთა ლიგამაც მომხიბვლელობა?

წესით, ახალი გუნდის მშენებლობა უნდა დაეწყო პერესს, მაგრამ მხოლოდ ვინისიუსი, როდრიგო, ლუნინი და ოდრიოსოლი შეიძინა, რომელთაგან ყველაზე "ხანდაზმული" ეს უკანასკნელია (22 წლისა გახლავთ).

ეგაა ჯერჯერობით მთელი ალია-ბალია.

დონ ფლორენტინომ აზარში "ჩელსისთვის" 200 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვა (ისე, მთლად ამდენი მართლა არ ღირს). ახლა იტყობინებიან, ვილიანისა და კურტუას ტრანსფერებში 112 მილიონის გადახდა შესთავაზა "არისტოკრატებსო", მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მაგ ამბიდან რამე გამოვიდეს.


altხულენ ლოპეტეგი აშშ-ში 32 ფეხბურთელს წაიყვანს

ბოლოს "სამეფო კლუბმა" ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი 2014 წელს განახორციელა, როდესაც ხამესი "მონაკოსგან" 75 მილიონად შეიძინა. ფინანსურად კი პერესს ნამდვილად არ უჭირს. ის ესპანეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ACS-ის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერია. ამ კომპანიაში 176 ათასი ადამიანი მუშაობს და მისი წლიური ბრუნვა 32 მილიარდი ევროა! თავად ფლორენტინოს საბანკო ანგარიშებზე კი 1.6 მილიარდია.

ლუნინის პრეზენტაციაზე "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ბრძანა, რომ გუნდის მშენებლობაში ახალ ფუნდამენტს ასხამენ, ნიჭიერ ახალგაზრდებს იმატებენ, რომლებიც რამდენიმე წელში გაიბრწყინებენ და გინდა-არ გინდა, იბადება სრულიად ლოგიკური კითხვა - რა იქნება მათ გაბრწყინებამდე?

როგორც ამბობენ, ლოპეტეგი მთელ თამაშს იმ ისკოზე ააგებს, რომელსაც როდესაც კლუბში არ ათამაშებდნენ, ესპანეთის ნაკრებში მუდამ აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას. ისკოსთან ერთად წამყვანი როლი ასენსიოს დაეკისრება. ამ ორ ფეხბურთელს კარგა ხანს ამყოფებდა ზიდანი ჩრდილში, ახლა კი მათი დრო დადგა.

თუმცა, ამ დუეტმა რომც გაამართლოს იმედები, რჩება თავდასხმის პრობლება, რომელიც ფაქტობრივად, ოდენ ბეილის იმედადაა დარჩენილი. ბენზემა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, რონალდოს გარეშე, სავარაუდოდ, უსარგებლო და უფუნქციო გახდება, მით უმეტეს, გასული სეზონი მისთვის მადრიდულ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო. კიდევ ჰყავთ მაიორალი, 18 წლის ვინისიუსი და "ჰეერენვენიდან" იჯარით დაბრუნებული ოდეგოორი. ეგაა და ეგ.

 

altხულენ ლოპეტეგი: "რეალს" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს

ამბობენ, "რეალი" ორ ნაბიჯს გადადგამს უკან, რათა შემდეგ სამი ნაბიჯი წინ გადადგასო, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს "ორი ნაბიჯი"?

ზიდანი წავიდა, ლოპეტეგი მივიდა. მის პრეზენტაციაზე 72 წელს მოყრილი, გაწუწურაქებული ბაბუა ფლო (ფლორენტინო პერესი) წაბარბაცდა და ხულენმა ხელი შეაშველა. "რეალის" პრეზიდენტი არ წაიქცა. მოახერხებს კი ბასკი სპეციალისტი  რონალდოს გარეშე დარჩენილი "რეალის" წაქცევისგანაც გადარჩენას?


altრა ელის პოსტრონალდოსეულ "რეალს"?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახალგაზრდების წინ წამოწევა ცუდი არაა,თანაც თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ბოლო სამი წელი ევროპა რეალის იყო,ქომაგი მოსალოდნელ 1-2წლიან ჩავარდნას ალბათ გუნდს შეუნდობს,მაგრამ სხვა თემაა პრიმერა და კლასიკო,აქ პატიება არ იქნება თუმცა ჯერ ფანჯარა ისევ ღიაა და ვნახოთ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს პრესს ფული მართლა არ აკლია,მაგრამ ბოლო წლებია "ჟოჟკავს",თუ ახალგაზრდებში ეძებენ ტალანტებს და წინ წამოწევენ (ამას ყველა ტოპ გუნდზე ვამბობ)ეს ხვალინდელი ფეხბურთისათვის კარგი იქნება.
sake
10:25 31-07-2018
0
სტატია ისე წერია თითქოს რეალი პერესის საკუთრებაშია, რაც ძაალიან შორსაა სიმართლისგან! ჯერ გაარკვიეთ სანამ რამეს დაწერთ, რეალი არის ე.წ. წევრების (member ownership) მფლობელობაში, მისი სტრუქტურა ისეა შერჩეული რომ არავინ არ ფლობს საკონტროლო პაკეტს. პრეზიდენტის არჩევა ხდება დაახლოებით 2000 დელეგატის მერ, რომლებიც თავის მხრივ არჩეული არიან 90,000 ზე მეტი წევრისგან.
თუ ვინმეს ჰქონია რომ ტრანსფერებში პერესი საკუთარ ფულს იხდის ან ტრანსფერს მისი სამშენებლო კომპანიიდან აფინანსებს ძალიან ცდება!
statiis avtors
14:04 30-07-2018
2

სიახლეები პოპულარული