"რეალს" გარეთ ბეილმა უნდა ულიდეროს - უელსელმა "რომასთან" 15 წუთში "თამაში გააკეთა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალს" უნდა ულიდეროს", - ასე ეხმაურება ესპანური პრესა უელსელის დღევანდელ თამაშს.

დღეს, გამთენიისას, ამერიკული მოსამზადებელი ტურნეს ბოლო მატჩში, "სამეფო კლუბმა" "რომა" 2:1 დაამარცხა.

უესელმა მე-2 წუთზე შესანიშნავი გადაცემით ჯერ მარკო ასენსიოს გაატანინა, მე-15 წუთზე კი თავადაც დალაშქრა მეკარე ოლსენის კარი.

ერთადერთი, რაც "ჯალოროსიმ" მოახერხა, 83-ე წუთზე კევინ სტროოტმანის სხვაობის შემამცირებელი გოლი იყო.

ახლა "რეალი" მადრიდში დაბრუნდება და 11 აგვისტოს სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის "მილანს" უმასპინძლებს.

ხულენ ლოპეტეგის გაწვრთნილები შემდეგ ტალინში ჩაფრინდებიან და სუპერთასზე 15 აგვისტოს "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან.

რაც
შეეხება ლა ლიგას, "სამეფო კლუბი" პრიმერა დივიზიონს 19 აგვისტოს, "ხეტაფესთან" საშინაო მატჩით გახსნის.

altორშაბათს ბეილი ლოპეტეგის შეხვდება - "რეალს" მის იქით გზა აღარ აქვს

altგარეთ ბეილი "რეალში" დარჩება, ვინაიდან ხულენ ლოპეტეგიმ ინგლისური იცის

altMarca: მადრიდის "რეალი" მატეო კოვაჩიჩის გაშვებას დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული