ჟერარდ პიკემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ 31 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"ერთი თუ ორი კვირის წინ ვესაუბრე ლუის ენრიკეს და ვუთხარი, რომ ყველაფერი ავწონ-დავწონე და ეს გადაწყვეტილება მივიღე. ესპანეთის ნაკრების რიგებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოვიგე. ეს შესანიშნავი იყო. "ბარსელონაზე" მოვახდენ კონცენტრაციას. რაც უფრო დიდხანს ვითამაშებ "ბარსაში", მით უკეთესი", - განუცხადა ჟერარდმა AS-ს.

პიკემ ფურია როხაში 2009 წლიდან მოყოლებული 103 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

altჟერარ პიკე უიმბლდონზე ჩოგბურთს უყურებს და მსოფლიოს ჩემპიონატი აღარც ახსოვს

altესპანეთში ჟერარდ პიკესა და შაკირას

სახლი გაქურდეს

altჟერარდ პიკეს "რეალის" ფეხბურთელებთან შეხვედრა გაუხარდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული