ლიონელ მესიმ ისტორია გადაწერა - ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი "ბარსელონას" მაისურით!

AutoSharing Option
ლიონელ მესი "ბარსელონას" რიგებში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.

ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში კატალონიელებმა "სევილია" 2:1 დაამარცხეს, ეს კი ბლაუგრანას მაისურით არგენტინელისთვის 33-ე ტიტული აღმოჩნდა.

აქამდე ის 1-2 ადგილებს ანდრეას ინიესტასთან ერთად იყოფდა, რომელსაც აღნიშნული წარმატებისთვის 32-ჯერ აქვს მიღწეული.

3-4 ადგილებს ჟერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი 28 ტიტულით იყოფენ. მე-5 პოზიციაზე კი უკვე ყატარის "ალ სადის" ფეხბურთელი ჩავი 25 ტროფეით იმყოფება.

Sportall.Ge

მესის დებიუტი "ბარსელონაში" 2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა. ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც 2004-05 წლებში კატალონიელებმა ლა ლიგა მოიგეს.

მთლიანობაში,
არგენტინელს ლა ლიგა 9-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 6-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 8-ჯერ, ევროპის სუპერთასი 3-ჯერ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ აქვს მოგებული.

alt"ბარსელონამ" დემბელეს ულამაზესი გოლით ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული