ხულენ ლოპეტეგი: "ატლეტიკო" შეცდომების გამოყენების ოსტატია

AutoSharing Option
უეფას სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" დამარცხება "რეალის" მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ასე ახსნა.

"როგორც წესი, ფინალში ის მარცხდება, ვინც მეტ შეცდომას უშვებს, "ატლეტიკო" კი შეცდომების გამოყენების ოსტატია. 2:2 მაშინ გახადა ანგარიში, როდესაც "რეალს" თამაში მიჰყავდა. ჩვენ ძალებს მოვიკრებთ და წინსვლას განვაგრძობთ.

მეტოქემ შექმნილი მომენტები ჭკვიანურად გამოიყენა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ დამატებით დროში ბურთს ვაკონტროლებდით. 2:3-ზე გარისკვა მოგვიწია და ჩვეული სათამაშო სტილი დავკარგეთ.

მესამე გოლმა გაგვტეხა. სწორედ ამ მომენტში დავმარცხდით. წარსულზე არ ვიფიქრებთ. ხვალ ჩემპიონატზე ფიქრით უნდა გავიღვიძოთ".

altლოპეტეგიმ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა - "ატლეტიკომ"

უეფას სუპერთასზე "რეალი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული