კაზემირო: კრიშტიანო რონალდო ყველას გვენატრება, მაგრამ...

AutoSharing Option
უეფას სუპერთასზე მარცხის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ გააკეთა.

"რა თქმა უნდა, მარცხის გამო გულდაწყვეტილნი ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ახალი მწვრთნელის გვჯერა.

მარცხის რაიმე გზით გამართლება და მიზეზის ძებნა მადრიდის "რეალთან" არასდროს კავშირში არ არის. ჩვენ ერთად ვიგებთ და ვაგებთ მატჩებს, ამიტომ ერთიანი გუნდი ვართ".

კაზემიროს კითხვა ასევე კრიშტიანო რონალდოს შესახებაც დაუსვეს.

"რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო გვენატრება, მაგრამ ახლა ის უკვე წარსულია.

ფაქტია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში, სადაც უნდა ეთ
ამაშა რონალდოს, ის ძალიან დააკლდებოდათ და მოენატრებოდათ.

ამ ერთი მარცხის გამო კი იმის თქმა, რომ ახლა უკეთესი ან უარესი გუნდი ვართ, არ შეიძლება", - აღნიშნა კაზემირომ.

altლოპეტეგიმ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა - "ატლეტიკომ" უეფას სუპერთასზე "რეალი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]

altmarca: ეს ის "რეალი" აღარაა - პერესმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელების დამატება უნდა მოახერხოს

altხულენ ლოპეტეგი: "ატლეტიკო" შეცდომების გამოყენების ოსტატია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული