![](https://sportall.ge/pictures/image31/40735d6b504d12f4c5382fa9a690d7e3.jpg)
გამოცემა აღნიშნავს, რომ რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ შეტევის ხაზი არ გაძლიერდა, ლევანდოვსკი ვერ დაიმატეს, ვერც ედენ აზარი, დრო კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ცოტა აქვს და ამას გარდა, დაცვაც ვერ თამაშობს დამაჯერებლად.
კიდევ ერთი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია, რამეთუ კრიტიკულ სიტუაციაში მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის შეცვლაზე შესაშვებად და თამაშის გადასარჩენად საჭირო ფეხბურთელები ფაქტიურად არა ჰყავს.