რა ღირებულების ფეხბურთელები ისხდნენ "ბარსელონას" სათადარიგო სკამზე "ალავესთან" შეხვედრაში

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლა ლიგის პირველ ტურში, "ალავესთან" მატჩში, "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამზე, მთლიანობაში, 294 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელები ისხდნენ.

შეცვლაზე მყოფ ფეხბურთელთა ღირებულება ასეთია:

იესპერ სილესენი (13 მილიონი ევრო), კოუტინიო (155 მილიონი ევრო), მალკომი (41 მილიონი ევრო), კლემენტ ლენგლე (35 მილიონი ევრო), არტური (31 მილიონი ევრო), არტურო ვიდალი (19 მილიონი ევრო).

შეცვლაზე კიდევ ერთი ფეხბურთელი, რაფინია იმყოფებოდა, რომელიც კატალონიელთა აღზრდილია და ამიტომ მისი ღირებულება აქ შესული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელებიდან, ერნესტო ვალვერდემ ძირითად
შემადგენლობაში არცერთი არ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველ ტურში "ალავესი" 3:0 დაამარცხა.

altბარსელონამ პრიმერას სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მესიმ დუბლი შეასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული