ლა ლიგა. I ტური: ისევ არგენტინელი და პორტუგალიელი [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონამ" და "რეალმა" ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს - ლეო მესიმ ისევ გაიბრწყინა, აი, "სამეფო კლუბში" კი კრიშტიანო რონალდოს "ფუნქცია" გარეთ ბეილმა უნდა ითავოს.

პორტუგალიელი წავიდა და პორტუგალიელი მოვიდა - პირველივე მატჩში ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი "სევილიას" ახალწვეულმა ანდრე სილვამ.

ლეო მესიმ სეზონი დიდებულად დაიწყო - "ბარსას" ისტორიაში მე-6000 გოლი ლა ლიგაში, მორიგი დუბლი, შესანიშნავად შესრულებული მორიგი საჯარიმო...


ლეოს წყალობით ჩემპიონმა "ა
ლავესი" გატეხა და საბოლოოდ 3:0 დაამარცხა (ერთი გოლიც შეცვლაზე შესული ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა). ეს იყო ლა ლიგის ახალი სეზონის მე-5 მატჩი, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვება პირველად იზეიმეს.

ფაქტები
  • ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით მე-200 მატჩი ითამაშა.
  • "ბარსელონა" ლა ლიგის ისტორიაში მეორე გუნდია ("რეალი" პირველია), რომელმაც 6 000 გოლს უწია.
  • მესიმ ლა ლიგაში "ბარსას" მეხუთეათასე და მეექვსეათასე გოლები გაიტანა (2009 და 2018 წწ.).
  • "ბარსას" ლა ლიგის გოლების 6.4% ლეო მესის გატანილია.
  • ლეო მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 სეზონში შეძლო გატანა (385 გოლი ლა ლიგაში).
  • ლეო მესიმ კარიერაში მესამედ გაიტანა საჯარიმო ასეთ სტილში (კედელს ბურთი ქვემოდან გაუძვრინა) - 2014 წლის მუნდიალზე მან ურუგვაის გაუტანა, ხოლო 2016/17 წლების სეზონში - "ჟირონას".

"მილანიდან" ანდალუსიაში გადასულ ანდრე სილვას საოცნებო დებიუტი გამოუვიდა - "სევილიამ" მისი ჰეთ-თრიკის წყალობით სტუმრად 4:1 მოუგო "რაიო ვალეკანოს". პაბლო მაჩინის გუნდმა ლა ლიგა რიხით დაიწყო.

ხულენ ლოპეტეგიმ "რეალში" ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მოიგო - მადრიდულ დერბიში "ხეტაფე" დაამარცხა.


I ტურის ფაქტები
  • ლა ლიგის 88-ე გათამაშების პირველი გოლის ავტორი "ლევანტეს" 27 წლის ფორვარდი როჯერ მარტია.
  • ჩემპიონატის პირველი დუბლი "ლევანტეს" კაპიტანმა ხოსე მორალესმა შეასრულა.
  • სანტი კასორლამ (ვილიარეალი) პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ (668 დღე).
  • "სელტამ" "ესპანიოლთან" თამაშში კარში ზუსტად მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა, რაც ამ გუნდისთვის შინ 2018 წლის ანტირეკორდია.
  • ასიერ გარიტანო (რეალ სოსიედადი) ერთადერთი მწვრთნელია ლა ლიგაში, რომელმაც ბოლო სამი სეზონის საწყის ტურში იმარჯვა.
  • ანდრე სილვა (სევილია) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში დებიუტი ჰეთ-თრიკით აღნიშნა.
  • "უესკა" მხოლოდ მესამე კლუბია, რომელმაც ბოლო 72 სეზონში ლა ლიგაში დებიუტი სტუმრად გამარჯვებით აღნიშნა.

ლა ლიგა. I ტური
ბეტისი-ლევანტე 0:3
გოლები: 0:1 როჯერი (38), 0:2 მორალესი (54), 0:3 მორალესი (95)

სელტა-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 ერმოსო (45), 1:1 დ. ლოპესი (52-საკ. კარში)

ვილიარეალი-სოსიედადი 1:2
გოლები: 1:0 ჟ. მორენო (16),1:1 ვილიან ჟოზე (40), 1:2 ხუანმი (71)

ბარსელონა-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 მესი (64), 2:0 კოუტინიო (83), 3:0 მესი (92)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. კოუტინიო), პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო, ბუსკეტსი (85. ა. ვიდალი), რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (77. არტური)

ეიბარი-უესკა 1:2
გოლები: 0:1 გალიარი (5), გალიარი (40), 1:2 ესკალანტე (69)

ვალეკანო-სევილია 1:4
გოლები: 0:1 ფ. ვასკესი (15), 0:2 ანდრე სილვა (31), 0:3 ანდრე სილვა (45), 0:4 ანდრე სილვა (79), 1:4 ემბარბა (85-პენ)
სევილია (5-3-2): ვაჩლიკი - ხესუს ნავასი, მერკადო, კიაერი, გომეს სოლა, ესკუდერო (61. ალ. ვიდალი) - სარაბია (77. ლ. მურიელი), მესა, ბანეგა (70. ამადუ) - ანდრე სილვა, ფ. ვასკესი

რეალი-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 კარვახალი (20), 2:0 ბეილი (51)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - სებალიოსი (71. მოდრიჩი), კროოსი, ისკო (58. კაზემირო) - ბეილი (77. ლ. ვასკესი), ბენზემა, ასენსიო

ჟირონა-ვალიადოლიდი 0:0

ორშაბათი. 20 აგვისტო
ვალენსია-ატლეტიკო 22:00
ბილბაო-ლეგანესი 23:59

მომდევნო ტური
24 აგვისტო: ხეტაფე-ეიბარი, ლეგანესი-რეალ სოსიედადი
25 აგვისტო: ალავესი-ბეტისი, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, ვალიადოლიდი-ბარსელონა
26 აგვისტო: ესპანიოლი-ვალენსია, სევილია-ვილიარეალი, ჟირონა-რეალი
27 აგვისტო: ლევანტე-სელტა, ბილბაო-უესკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
4
3
1
0
8
10
3
2
1
0
3
7
4
2
1
1
2
7
3
1
2
0
1
5
4
1
2
1
-2
5
3
1
1
1
-2
4
4
1
1
2
-2
4
16
ჰუესკა
4
1
1
2
-6
4
18
ვალეკანო
3
1
0
2
-3
3
19
ვალიადოლიდ
4
0
2
2
-2
2