როგორც გაირკვა, გაზონი რამდენიმე დღის წინ უხარისხოდ დააგეს.
"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგად ვერ ითამაშა და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოედნის მდგომარეობა იყო, რომელზეც მის ფეხბურთელებს ტრავმის მიღება ეშინოდათ და ფრთხილობდნენ.
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ამის გამო "ვალიადოლიდს" დასჯიან.
"ვალიადოლიდის" პრეზიდენტმა კარლოს სუარესმა აღიარა, რომ დამნაშავენი და სასჯელს იმსახურებენ.
"ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" დიდი გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]