"ბარსელონამ" "უესკა" ისევ აბუჩად აიგდო

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-3 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 8:2 გაანადგურა "უესკა".

"ბარსამ" ეს გუნდი 2014 წლის დეკემბერში 8:1 დაამარცხა და მისი რისხვაა.

გამარჯვებული გუნდიდან გოლები ლეო მესიმ (2), ლუის სუარესმა (2 - 1 პენალტით), უსმან დემბელემ, ივან რაკიტიჩმა და ჟორდი ალბამ გაიტანეს. ავტოგოლი პულიდომ გაიტანა.

ისევე როგორც "რეალმა", "ბარსელონამაც" სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე კვლავ ამ გუნდების დიადი დაპირისპირების მომსწრენი შევიქნებით, რაც ძალიან სასიხარულოა.

მესი XXI საუკუნის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში 150 საგოლე
გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე უკვე 151 შედეგიანი პასია - მეორე ადგილზეა სესკ ფებრეგასი (ჩელსი, 143), მესამეზე მესუთ იოზილი (არსენალი, 128), მეოთხეზე რონალდო (იუვენტუსი, 122), მეხუთეზე კი - დანი ალვეში (პსჟ, 110).

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ლიონელმა გაუკეთა: ლუის სუარესს (23), პედროს (14), სამუელ ეტო'ოს (13), ნეიმარს (12) და დავიდ ვილიას (10).

ამას გარდა, არგენტინელმა პრიმერას 37 გუნდის კარი დალაშქრა, რაც რეკორდია.

alt"ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" დიდი გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მესი და ბარსა ასეთ დაბალი დონის გუნდებთან მაგარია,რადგან უამრავი ვარსკვლავი იყიდა მაგრამ როგორც კი ჩ.ლ-ის მეოთხედფინალი მოვა კუკუს გააკეთებს.ბარსამ აღარ იცის თავისი უმწეობა რეალთან როგორ გამოასწოროს და ყველას ყიდულობს.ეს გუნდი კი არა ნამდვილი მარაზმია.
ასეა ეს
16:04 03-09-2018
2
პენალდოს გაბოროტების კიდევ ერტი მიზეზი აქვს.დ.დ.
liverpuli barselonas supermarketi.
02:06 03-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული