ჟორდი ალბა: არ ვიცი, რატომ არ გამომიძახა ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟორდი ალბამ იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში არ იხმო.

"მინდა ნაკრებში თამაში, მაგრამ არ მიხმო მწვრთნელმა და რას ვიზამ. ამას არ ველოდი. თუმცა, არც 2012 წელს ველოდი, თუ ევროპირველობაზე წამიყვანდნენ.

გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. არ ვიცი, რატომ არ გამომიძახა. თუ კარგად ვითამაშებ, შეიძლება დამაბრუნონ ნაკრებში. მარკოს ალონსო და ხოსე გაია იხმო და მათთან პრობლემა არ მაქვს", - განუცხადა ალბამ "მარკას".

როგორც ვარაუდობენ, ლუის ენრიკეს "ბარსაში" მუშაობისას ჰქონდა ალბასთან კონფლიქტი და
ახლა სამაგიეროს უხდის.

altჟორდი ალბა: ჩვენ "რეალს" საჩემპიონო კორიდორი გავუკეთეთ, მათ კი ზემოდან აუკრძალეს

altლუის ენრიკე: იმათ, ვინც ანტიმადრიდიზმში მადანაშაულებს - მე თქვენ მიყვარხართ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული