ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებზე: არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ არ ნანობს "სამეფო კლუბის" გაწვრთნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის ნაკრებიდან წასვლა მოუწია, რადგან "რეალის" წინადადებას დათანხმდა, ხოლო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იგი გაათავისუფლა.

"მე უბრალოდ გადაწყვეტილება მივიღე და ამას კიდევ ერთხელ ვიზამდი. მე გულწრფელი ვიყავი და არაფერს ვნანობ. "რეალი" ძალიან გაიზარდა და ყოველთვის დიადი კლუბი იყო, მაგრამ ბოლოდროინდელი მიღწევების გამო 21 საუკუნის საუკეთესო კლუბი გახდა.

იმედი მაქვს, ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრებში ყველაფერი
გამოუვა. მე კი ბედნიერი ვარ "რეალში", ჩვენ წინაშე დიდი მიზნებია. ყოველთვის ვიქნები ესპანეთის ნაკრების ფანი, მაგრამ წარსული წარსულად უნდა დარჩეს.

იმას ვერ შევცვლით, რაც უკვე მოხდა. არ მინდა უკან გახედვა. უკვე ვისაუბრე ჩემს გრძნობებზე პრეზენტაციის დროს. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. იგივენაირად მოვიქცეოდი", - აღნიშნა ლოპეტეგიმ.

altმარსელო გაკვირვებულია - "ვერ გავიგე, ლოპეტეგიმ რატომ შემცვალა"

altხულენ ლოპეტეგი: "რეალს" გუნდური სულისკვეთება გაუჩნდა და გოლებიც გააქვს

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა ორი სიტყვით გეტყოდი რაც ხარ მაგრამ არ გამომიქვეყნებენ. სად გაგონილა ქვეყნის ინტერესებზე წინ რამე დააყენო ადამიანმა. ფული ყველაფერი არააა იცოდეთ.
roma
11:30 05-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული