"ახალ გუნდში პირველი დღეები ყოველთვის რთულია. სამედიცინო ტესტები, ოფიციალური პრეზენტაცია... მაშინ ხვდები, როგორ დიდ გუნდში მოხვდი.
რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ყოველდღე ვნახულობ ჩემს შვილებს. თუმცა, ჩემი 16 თვის შვილი ჯერ ძალიან პატარაა და ყველაფერი არ ესმის.
დავამყარე თუ არა თანაგუნდელებთან კონტაქტი? დიახ, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოსთან" ერთად დამარცხების (1:4) გამო დამცინიან".
კურტუა "რეალში" "ჩელსიდან" აგვისტოში გადავიდა და ჯერ მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა - ლა ლიგაზე
ტიბო კურტუა: "რეალის" დონე უფრო მაღალია, ვიდრე "ჩელსის"
გოგონა, რომლის გამო ტიბო კურტუამ ფეხმძიმე მეგობარი ქალი მიატოვა [PHOTO]