"ბევრს ვშრომობ და მთელი სეზონის განმავლობაში ყველას ვაჩვენებ, რასაც წარმოვადგენ. მახარებს "რეალში" თამაში, თავს არ ვზოგავ და გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს ვაკეთებ. ყველა ბერდება, საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. 40 წლის ასაკში თამაში გამიჭირდება.
დიდხანს მინდა "რეალში" ვითამაშო. ახლა თავს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, ვიდრე 18 წლის ასაკში. მშვიდად ვარ, არც ისე ბებერი გახლავართ, - განუცხადა მარსელომ "მარკას"
შეგახსენებთ, მარსელო 30 წლისაა.
მარსელო გაკვირვებულია - "ვერ გავიგე, ლოპეტეგიმ რატომ შემცვალა"