როგორც აღმოჩნდა, მადრიდელთა პრეზიდენტი ნადალს ძალიან გულშემატკივრობს და მას "რეალის" ერთ-ერთ საუკეთესო ელჩად მიიჩნევს.
"ახლო მომავალში რაფა შესაძლოა, მადრიდელთა პრეზიდენტი გახდეს. ნადალი შესანიშნავი არჩევანი იქნება" - განაცხადა პერესმა.
იმისთვის, რომ მადრიდის "რეალის" შეფი გახდე, აუცილებელია, კლუბის წევრი მინიმუმ 20 წლის განმავლობაში იყო.
ნადალს 20-წლიანი სტაჟი 2031 წელს უსრულდება, როცა იგი უკვე 45 წლის იქნება.
"კლუბს შესანიშნავი პრეზიდენტი ჰყავს.
ჯერჯერობით კი, ფლორენტინო პერესი არსად წასვლას არ აპირებს. მისი ხელმძღვანელობით, მადრიდის "რეალმა" ბოლო სამ წელში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ფლორენტინო პერესი: "რეალი" ახალ, ბრწყინვალე ფეხბურთელებს დაიმატებს
რაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო
Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]