მუნირმა დაბადების დღე ბარში აღნიშნა და დანახარჯი პოლიციის გამოძახებამდე არ გადაიხადა

AutoSharing Option
1 სექტემბერს "ბარსელონას" თავდამსხმელი მუნირი 23 წლის გახდა და დაბადების დღე მადრიდის ერთ-ერთ ბარში გადაიხადა.

მან 30 მეგობარი დაპატიჟა და როდესაც ანგარიში მიუტანეს, განაცხადა, რომ 16 ათას ევროს არ გადაიხდიდა, ვინაიდან ფასები "გაბერილი" იყო.

დაწესებულების თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ პოლიცია გამოეძახებინათ და ფეხბურთელმა ფული გადაიხადა, ოღონდ სრულად არა.

გასულ სეზონში მუნირი "ალავესში" იყო განათხოვრებული და ლა ლიგას 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altმუნირს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში თამაშის უფლება არ დართეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ერჩით, სწორი ყოფილა. აქ ფულზე არ არის საუბარი, არავის არ უხარია როცა აგოიმებენ!
მუნირი
12:51 16-09-2018
0
და 16 ათასი ამისთვის რაიქნება? 2-3 დღის ხელფასი, თუ ნაკლები არა -_-
ზურა
17:02 12-09-2018
1

სიახლეები პოპულარული