გარეთ ბეილი: რონალდოს წასვლის შემდეგ "რეალში" სიტუაცია განიტვირთა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ გუნდში შექმნილ ატმოსფეროზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ გუნდში ვითარება შეიცვალა. ვფიქრობ, ატმოსფერო ცოტა განიტვირთა.

ასე მგონია, ახლა უფრო გუნდურად ვთამაშობთ, უფრო ერთიანი მექანიზმივით ვმოქმედებთ, ვიდრე ინდივიდუალურად", - განუცხადა ბეილმა "დეილი მეილს".

უელსელმა ლა ლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altგარეთ ბეილი აგვისტოში "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული