"ბარსელონამ" "ჟირონა" ვერ დაამარცხა და პრიმერაზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-5 ტურში "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი 2:2 დასრულდა.

"ბარსელონა" საკუთარ მოედანზე მესის გოლით დაწინაურდა და თითქოს უპრობლემოდ სძლევდა მეტოქეს, მაგრამ პირდაპირი წითელი ბარათით ლანგლეს გაძევებამ ყველაფერი აურია (მოწინააგმდეგე გუნდის ნახევრმცველ პონსს იდაყვი სახესი ჩაარტყა) - სტუანიმ დუბლი შეასრულა და სტუმრები წინ გაიჭრნენ, შემდეგ კი პიკემ ანგარიში გაათანაბრა.

მოკლედ, "ბარსელონას" და "რეალს" 13-13 ქულა დაუგროვდათ და ესპანეთის ჩემპიონატზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა.

მესიმ უკანასკნელ 7 მატჩში ყველა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა. ის ჩატარებული მატჩების რაოდენობით (423) ამ ტურნირის რეკორდსმენი გახდა ლეგიონერთა
შორის.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 76 055 მაყურებელი
ბარსელონა - ჟირონა 2:2
გოლები: 1:0 მესი (19), 1:1 სტუანი (45), 1:2 სტუანი (51), 2:2 პიკე (63)
გაძევება: ლენგლეტი (35)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ლენგლეტი, სემედო, ვიდალი (რაკიტიჩი 58), ბუსკეტსი, არტური (კოუტინიო 58), მესი, სუარესი, დემბელე (უმტიტი 46)

ჟირონა: ბოუნოუ, ესპინოსა, ალკალა, მუნიესა, ხუანპე, ადაი, პორტუ (დოუმბია 85), გრანელი (დუგლას ლუისი 72), პონსი, ა. გარსია (ბ. გარსია 46), სტუანი

altჟერარდ პიკე მსაჯს, ხესუს ხილ მანსანოს გვირაბში დაუხვდა და ანტიბარსისტობა შეახსენა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული