"ბარსელონა" ნეიმარს ელის - პსჟ მის შემცვლელად გრიზმანის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
გუშინ "მუნდო დეპორტივომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა, კატალონიური კლუბი კი დათანხმდა, ოღონდ სანაცვლოდ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზე უნდა დათანხმდეს. დღეს მის შესაძლო ტრანსფერზე ახალი ამბები გახდა ცნობილი.

RAC1-ის ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნებაზე კითხა აზრი და მათგან დადებითი პასუხი მიიღო.

მიუხედავად ასულგრანადან წასვლისა, ნეი მეგობრობას აგრძელებს ჟერარ პიკესთან, ლეო მესისთან და ლუის სუარესთან, აგრეთვე ახლო ურთიერთობა აქვს თანანაკრებელ ფილიპე კოუტინიოსთან, არტურთან და მალკოლმთან.

AS-ი იტყობინება, რომ "პარი სენ ჟერმენი" თადარიგს
იჭერს და "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის 150 მილიონ ევროდ შეძენას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონია რომ გრიზმანი ატლეტიკოდან არ წავა:)) ბარსელონაში არ გადავიდა და პსჟ-ში გადავა ? ატლეტიკოს ერთგულია ❤️ რაცშეეხება ნეიმარს დიდისიამოვნებით ვიხილავდი კიდევ ბლაუგრანაში
0
modi mara icode ro ramodenime celshi riki puchi da chavi siminsi dagchrdilaven
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული