ლეო მესიმ "სევილიასთან" მატჩში ტრავმა მიიღო - ერთ კვირაში კლასიკოა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-9 ტურში "სევილიასთან" მატჩში ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ.

მან მე-18 წუთზე მეტოქე გუნდის ნახევარმცველთან ფრანკო ვასკესთან შეჯახებისას ხელის ტრავმა მიიღო და 26-ე წუთზე შეცვალეს.

ტრავმის მიღებამდე ლეომ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც გაიტანა.

მესიმ ამ სზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

28 ოქტომბერს, პრიმერას მორიგ ტურში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე დაგვიბრუნდი ლომო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული