"კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ მადრიდის "რეალმა" გუნდის ჩაბარებაზე შეთანხმებას მიაღწია ანტონიო კონტესთან.
"ლევანტესთან" წაგებული მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში შევიდა და მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენთან" შეხვედრამდე არ მოხსნის.
ფეხბურთელებმა მარსელომ და სერხიო რამოსმა ლოპეტეგის მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"მარკას" ცნობით, ბლანკოსი "ბაიერნიდან" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს დაიბრუნებს და ამავე გუნდის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის შეძენას შეეცდება.