"რეალი" "ლევანტესთან" დამარცხდა და უკვე 5 მატჩია არ გაუმარჯვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-9 ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე "ლევანტესთან" დამარცხდა -1:2.

გამარჯვებულთა გუნდში გოლები ხოსე მორალესმა და როხერ მარტიმ (პენალტით) გაიტანეს, ხოლო ბლანკოსიდან მარსელომ.

"რეალმა" ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და 14 ქულით პრიმერაზე მე-5 ადგილზეა.

"რეალმა" ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო, რაც უკანასკნელად 9 წლის წინ მოხდა. უკვე მე-13 წუთზე 0:2-ს აგებდა - ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატზე მე-13 წუთზე 2 გოლი 1990 წელს გაუშვა "ლოგრონესთან".

სანამ მარსელო გოლს გაიტანდა, "სამეფო გუნდს" 464 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს რეალია არის ბოლო 3 წლის გუნდი მინუს რონალდო, ანუ დიდი დანაკლისი აქვსო რომ ვამბობდით იმ იშვიათ შემთხვევებში როდესაც რონალდო არ თამაშობდა. მაგრამ მეორე დიდი დანაკლისია ზიდანი და ამას კიდევ ემატება ის რომ ლოპეტეგია მწვრთნელი! მისი მიღწევები მე არ ვიცი და მხოლოდ ის მახსენდება რომ მისმა ზურგსუკან ძრომიალმა ესპანეთი დატოვა მწვრთნელის გარეშე 2 დღით ადრე ჩემპიონატამდე და მაგის გამო ჩაუვარდა მსოფლიო. მანდ ჩანდა ლოპეტეგის სიდიადე - მსოფლიოზე ფიქრის ნაცვლად 1 თვის შემდგომ მომავალს იგვარებდა და აჰა მოიგვარა - ასეთი ადამიანური და სპორტული ფიასკოების შემდეგ მაგასთან ვინ იმუშავებს მომავალში საინტერესოა.
1
და ზოგადი მადრიდისტა ამბობს კიდე რონალდოს წასვლაარაფერს ნიშნავსო :)) ყველას არ ეხება მაგრამ ასეთები თავს ფანებსნუ ეძახით რადგან ყველამ იცის თუ რამდენიგააკეთა რონიმდა დღემდე ვერდააფასეთ :))) დავიმეორებ ყველამთავისთავზეარ მიიღოს :))
0

სიახლეები პოპულარული