ლა ლიგას მე-9 ტურში "ბარსელონამ" სახლში 4:2 დაამარცხა "სევილია".
"ბარსელონამ" 18 ქულა დააგროვა და გალიდერდა. მეორე ადგილზე 17 ქულით "ალავესია", ხოლო "რეალი" 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ამ მატჩის პირველ ტაიმში ხელის ტრავმა მიიღო "ბარსას" ლიდერმა ლეო მესიმ და შეცვალეს. იქამდე მან ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო შემდეგ გოლი გაიტანა.
ლუის სუარესმა ბოლო 7 თამაშში პირველი გოლი გაიტანა - პენალტით. უკანასკნელად ურუგვაელმა 15 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "სოსიედადის" კარი დალაშქრა.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს პრიმერას მორიგ ტურში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 88 712 მაყურებელი
ბარსელონა - სევილია 4:2
გოლები: 1:0 კოუტინიო (2), 2:0 მესი (12), 3:0 სუარესი (63, პენ), 3:1 სარაბია (79), 4:1 რაკიტიჩი (88), 4:2 მურიელი (90+1)
0))