ისკო რონალდოზე: ვერ ვიტირებთ მის გამო, ვისაც აქ ყოფნა არ უნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ისკომ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერსა და ხულენ ლოპეტეგის შესაძლო გათავისუფლების შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, რონალდოს გუნდში დარჩენა არ სურდა.

"ვერ ვიტირებთ მის გამო, ვისაც აქ ყოფნა არ უნდა" - განაცხადა ისკომ კრიშტიანო რონალდოს შესახებ.

ესპანელი ფეხბურთელი ამბობს, რომ თუ მთავარ მწვრთნელს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, სიგიჟე იქნება.

"მას მუშაობა უნდა აცადოთ. აქ მხოლოდ ორი თვეა მოვიდა. გოლების გატანის პრობლემა არა მარტო მას, არამედ ჩვენც გვეხება. ჩვენ გვჯერა მისი და მასაც აქვს ჩვენი იმედი. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი სეზონი
გვექნება", - უთხრა "რეალის" ნახევარმცველმა მედიას.

მადრიდის "რეალი" არადამაჯერებლად თამაშობს. ბოლო ხუთი მატჩიდან ვერცერთში გაიმარჯვა, შემდეგ ტურში კი "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" შეხვდება.

alt"რეალი" კატასტროფის წინაშეა - მოხსნიან ლოპეტეგის კლასიკოს წინ, რომელიც იხტიბარს არ იტეხს?

alt"რეალი" იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე ამუშავდა - დაბრუნდება ზლატანი ესპანეთში?


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადამდე დაეცა რეალი, ისკოს ნაირები ამდენს რომ ლაპარაკობენ.
სირცხვილია, სირცხვილი :)
lasha
09:57 23-10-2018
3
ჰოდა თუ არც იტირებთ, იყავით მე-6 ადგილზე მაშინ
4

სიახლეები პოპულარული