კრიშტიანო რონალდო გაუპატიურების ბრალდებაზე: ტყუილის თქმას არ ვაპირებ

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერთან" მატჩის წინ ჟურნალისტებმა გაუპატიურების ბრალდების შესახებ ჰკითხეს, რომლის შესახებაც ამერიკელი კეტრინ მაიორგა ედავება.

პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, ისიც და მისი ადვოკატებიც დარწმუნებულები არიან მათ სიმართლეში.

"ორი კვირის წინ განცხადება გავაკეთეთ და რა თქმა უნდა, მე ამ სიტუაციაში ტყუილის თქმას არ ვაპირებ. მეც და ჩემი ადვოკატებიც დარწმუნებულები ვართ, რადგან სიმართლე ყოველთვის ირკვევა, ამიტომ პრობლემა არ მაქვს. ვიცი, რომ მე მაგალითი ვარ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ამიტომ ყოველთვის ვიღიმი. მე ფანტასტიკურ კლუბში ვთამაშობ, ფანტასტიკური ოჯახი მყავს, ჯანმრთელი ვარ და
ყველაფერი გამაჩნია. ამიტომ დანარჩენი საკითხები არ მანაღვლებს" - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.

ამ ბრალდების შესახებ პირველად გერმანულ გამოცემა Spiegel-ში გამოქვეყნდა. საქმეს ლას-ვეგასის პოლიცია იძიებს.

alt"მას მოეწონა გაუპატიურება და 20 წლის შემდეგ გაახსენდა, რადგან ეს რონალდოა"

altსკანდალის გაგრძელება: The Sun რონალდოსა და მაიორგას კლუბში ყოფნის ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

altმაიორგას ადვოკატები: რონალდოსთან ინციდენტის შემდეგ კეტრინს თავის მოკვლა სურდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული