ხავი: მესი რონალდოზე უკეთესია, ის ისტორიაში საუკეთესოა

AutoSharing Option
"Corriere dello Sport"-მა "ბარსელონას" ლეგენდარულ ფეხბურთელ ხავი ერნანდესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად საუბარი ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოსაც შეეხო.

ხავის აზრით, არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"ლეო საუკეთესოა, ვისთან ერთადაც მითამაშია; ერთადერთია, ვისაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია ყველაფერი მარტომ გააკეთოს. ის უდავოდ რონალდოზე უკეთესია. მეტიც, ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესოა. ის ბევრად მეტს ნიშნავს "ბარსელონასთვის", ვიდრე რონალდო "რეალისთვის". ამიტომ კრიშტიანოს "იუვენტუსში" გადასვლაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, მას ახალი გამოცდილება სურდა", - განაცხადა ხავიმ.

38 წლის ესპანელი ამჟამად ყატარულ "ალ
სადში" ასპარეზობს, მანამდე კი მთელი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა, მათ შორის 11 წელი ლეო მესისთან ერთად.

altხავი: "ბარსელონას" მწვრთნელობისთვის მზად არ ვარ

altალეგრი: რონალდო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც ამ აზრს არ ეთანხმება იმან უბრალოდ ფეხბურთი არ იცის
Gio giorgi
14:33 24-10-2018
0
ორი წელია ზედიზედ კაცი ოქროს ბურთს იღებს და ავადმყოფები ამტკიცებენ მესი საუკეთესოაო.წელს სამ კაცშიც ვერ მოხვდა.
ასეა ეს
13:12 24-10-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული