38 წლის ფეხბურთელი მესამე წელია ყატარში თამაშობს, სადაც პარალელურად სამწვრთნელო საქმიანობასაც ეუფლება.
"როცა "ბარსელონას" შემადგენლობაში გამოვჩნდი, როგორც ფეხბურთელი, მეუბნებოდნენ, რომ "ახალი გვარდიოლა" უნდა ვყოფილიყავი. ახლაც იგივე ხდება. უნდა ვაღიარო, რომ ჯერჯერობით მწვრთნელობისთვის შესაბამისი ცოდნა არ მიმიღია. 2014 წელს "ბარსელონადან" წასვლას ვაპირებდი, თუმცა დედაჩემის თხოვნით ერთი წლით დავრჩი. საბოლოოდ ის მართალი გამოდგა, რადგან ტრიპლეტი მოვიგეთ" - განაცხადა ჩავიმ.
ესპანელი ნახევარმცველი კატალონიური კლუბის ღირსებას 24 წლის განმავლობაში იცავდა. მათ შორის
17 წელი მან "ბარსელონას" პირველ გუნდში იასპარეზა, სადაც უამრავი ტიტული მოიგო.