"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენთან" თავისი გუნდის თამაშით (2:1) უკმაყოფილო დარჩა.
El Confidencial-ის ცნობით, პერესი ნამატჩევს ლოპეტეგის მოხსნას აპირებდა, მაგრამ საქმეში კლუბის სპორტული დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი და დირექტორთა საბჭოს წევრები ჩაერიენ. მათ დაარწმუნეს პერესი, რომ ელ კლასიკოს წინ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ პერესი "მანჩესტერის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდა და გუნდში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ მან განუცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2020 წლის ზაფხულამდე სამუშაო ადგილის გამოცვლას არ გეგმავს.