კლემან ლანგლე: "რეალის" კარში გოლის გატანას ვაპირებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველ კლემან ლანგლეს მილანის "ინტერთან" მოგებულ მატჩში (2:0) რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.

მისი თქმით, გოლის გატანას კვირას, კლასიკოში "რეალის" კარში აპირებს.

"გაფუჭებული მომენტები ცუდია, მაგრამ კვირას გატანას ვაპირებ. "ინტერთან" კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "რეალთან" უკეთესები ვიქნებით. ვიცით, რომ ეს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა", - განაცხადა ფრანგმა მცველმა.

სამუელ უმტიტის ტრავმის გამო კლემან ლანგლე დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკესთან ერთად დგას, მადრიდის "რეალთან" კვირას გასამართ მატჩში კი თავის პირველ კლასიკოს ჩაატარებს.

alt"ბარსელონა" კლემან ლანგლეს გაძევებას გააპროპტესტებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლანგლე აბა შენ იცი, როგორ გვასახელებთ ისევ ისეთი შემართებით ითამაშეთ, როგორც ინტერთან გვაჩვენეთ ლამაზი თამაში! წინ ბარსა, ყოველთვის გამარჯვებისკენ!!!!!!!!
გია
17:15 26-10-2018
0
შენ ჯერ საკუთარი კარის დაცვაზე იფიქრე, თორემ თუ "ამოგავსოთ" რეალმა, მერე გინდა გაგიტანია და გინდა არა
სიმართლე
16:07 26-10-2018
1

სიახლეები პოპულარული