მისი თქმით, გოლის გატანას კვირას, კლასიკოში "რეალის" კარში აპირებს.
"გაფუჭებული მომენტები ცუდია, მაგრამ კვირას გატანას ვაპირებ. "ინტერთან" კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "რეალთან" უკეთესები ვიქნებით. ვიცით, რომ ეს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა", - განაცხადა ფრანგმა მცველმა.
სამუელ უმტიტის ტრავმის გამო კლემან ლანგლე დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკესთან ერთად დგას, მადრიდის "რეალთან" კვირას გასამართ მატჩში კი თავის პირველ კლასიკოს ჩაატარებს.
"ბარსელონა" კლემან ლანგლეს გაძევებას გააპროპტესტებს