ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მომავალ კლასიკოში თავდამსხმელები ლეო მესი და რონალდო არ მიიღებენ მონაწილეობას.
"ვფიქრობ, რომ მესი და რონალდო ელ კლასიკოში არმონაწილეობით უფრო მეტს დაკარგავენ, ვიდრე პირიქით. კლასიკო არაფერსაც არ კარგავს.
ჩემის აზრით, მატჩი ყველაზე მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს ორი დიდებული გუნდია და კონკრეტულ ფეხბურთელებზე უფრო მნიშვნელოვანნი არიან.
ასე მგონია, ისინი რომ არ ითამაშებენ - ეს კარგი სიახლეა. კლასიკო პრემიერლიგის შესანიშნავი პროდუქტია. ჩვენ გვინდა, ასეთი ვარსკვლავური მატჩები, რაც შეიძლება მეტი იყოს. ამ თამაშს მთელს მსოფლიოში
რაც შეიძლება მეტმა ხალხმა უნდა უყუროს".