ესპანელი სპეციალისტის თქმით მადრიდელები ყველაზე საშიშები, მაშინ არიან როცა ცუდი პერიოდი უდგათ.
"ხვალ საუკეთესო "რეალს" ველოდები. ეს ის გუნდია, რომელიც შანსებს ქმნის, ეს კარგად გამოჩნდა "ლევანტესთან". მიუხედავად იმისა, რომ მესი არ გვეყოლება, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, როცა ერთად ვართ, უფრო ძლიერები ვართ. მადრიდის "რეალი" ყველაზე საშიში ცხოველი მაშინაა, როდესაც დაჭრილია" - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
"ბარსელონას" და "რეალის" მატჩში კამპ ნოუზე დღეს, თბილისის დროით 19:15 საათზე
ეს იქნება პირველი კლასიკო ბოლო 11 წლის განმავლობაში, სადაც არც კრიშტიანო რონალდო და არც ლიონელ მესი მონაწილეობას არ მიიღებენ.