ერნესტო ვალვერდე: "რეალი" ყველაზე საშიში ცხოველი მაშინაა, როდესაც დაჭრილია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალთან" მატჩის წინ "ბარსელონას" დამრიგებელმა ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დღეს გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით მადრიდელები ყველაზე საშიშები, მაშინ არიან როცა ცუდი პერიოდი უდგათ.

"ხვალ საუკეთესო "რეალს" ველოდები. ეს ის გუნდია, რომელიც შანსებს ქმნის, ეს კარგად გამოჩნდა "ლევანტესთან". მიუხედავად იმისა, რომ მესი არ გვეყოლება, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, როცა ერთად ვართ, უფრო ძლიერები ვართ. მადრიდის "რეალი" ყველაზე საშიში ცხოველი მაშინაა, როდესაც დაჭრილია" - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

"ბარსელონას" და "რეალის" მატჩში კამპ ნოუზე დღეს, თბილისის დროით 19:15 საათზე
გაიმართება.

ეს იქნება პირველი კლასიკო ბოლო 11 წლის განმავლობაში, სადაც არც კრიშტიანო რონალდო და არც ლიონელ მესი მონაწილეობას არ მიიღებენ.


alt"ბარსელონაში" თავისი მდგომარეობით 8 ფეხბურთელია უკმაყოფილო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული