ელ კლასიკოში "რეალის" დამარცხების (5:1) შემდეგ კომენტარი ჰეთ-თრიკის ავტორმა, "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გააკეთა.
"კრიზისი "რეალში"? ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენ ხომ კოლეგები ვართ. ფეხბურთში თვითკრიტიკული უნდა იყო.
მეორე ტაიმში მეტოქე გვიტევდა, მომენტები ჰქონდა, გოლიც გაიტანა და შეტევებს აგრძელებდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ. თავისუფალი ზონები დაგვიტოვეს და ამით ვისარგებლეთ.
რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც შემადგენლობაში მესი გყავს. თუმცა, გუნდურად ჩვენი ასპარეზობით უნდა ვიამაყოთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მესის გარეშე შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად შესანიშნავი გუნდი ვართ.
გავიმარჯვეთ, ახლახან მესამე შვილი შემეძინა. ეს
ყველაფერი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - განუცხადა სუარესმა "მარკას".